მაღაზიაში ძვირადღირებული სახის ნიღბების შეძენის ნაცვლად, კურკუმას ნიღბის რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც სახლში საკუთარი ხელით უმარტივესად გააკეთებთ.
ინდოეთში კურკუმას გარეშე კერძსაც კი არ ამზადებენ, რადგან ის სადილს თუ საუზმეს მადისაღმძვრელ ფერს ანიჭებს და ხელს უწყობს მის დიდხანს შენარჩუნებას. სამზარეულოს გარდა კურკუმა გამოიყენება დეტოქსიკაციისთვის და კოსმეტოლოგიაში. ის დადებითად მოქმედებს კანზე და იმუნიტეტზე და ხელს უშლის სწრაფ დაბერებას.
ნიღაბი ლიმონის წვენით ატენიანებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. ნიღბის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი დღის კრემი. შეურიეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და 3 ს.კ. რძე, დაუმატეთ 0,5 ჩ.კ. კურკუმა. მიღებული ნაზავი წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კურკუმას თიხის ნიღაბი მატებს კანს ბზინვარებას და აშორებს ჭუჭყს ფორებიდან, აუმჯობესებს სახის ფერს და ხსნის გაღიზიანებას. აუცილებლად დაიტენიანეთ სახე მკვებავი კრემით თიხის ნიღბების გამოყენების შემდეგ. კურკუმას თიხის ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ 1 ს.კ. თეთრი თიხა და ¼ ჩ/კ. კურკუმა, ინგრედიენტები წყლით უნდა განზავდეს ისე, რომ ბლანტი ფერის მასა მივიღოთ. წაისვით ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
კურკუმას კიტრის და წიწაკის ნიღაბში კიტრს აქვს მათეთრებელი ეფექტი, ხოლო წიწაკა და ქოქოსი ამშვიდებს სიწითლეს. კურკუმას აქვს ანტისეპტიკური მოქმედების შესაძლებლობა და აძლიერებს ნიღბის კომპონენტების ეფექტს. შეურიეთ 2 ს.კ. წიწაკის ფქვილი და 1 ჩ.კ. ქოქოსის რძე. დაუმატეთ 1 ჩ.კ. კიტრის წვენი და 0,5 ჩ.კ. კურკუმა. წაისვით ნიღაბი სახეზე და დატოვეთ შეშრობამდე. მათეთრებელი ეფექტისთვის გაიმეორეთ პროცედურა 2-ჯერ.
დედოფალ ლეტიციას სილამაზის საიდუმლო მბზინავი სახის კანისთვის, რომლის გამეორებას ყველა შეძლებთ
„4-2-4“ - კორეელი ქალების იდეალური კანისა და ახალგაზრდობის საიდუმლო