პრინცი ალბერტი და პრინცესა შარლენი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფოტოგრაფების წინ პოზირებენ. მონაკოში წერენ, რომ წყვილი ბოლოდროინდელ კრიზისს დაემშვიდობა და მათ ახლა ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ.
ფოტოზე შარლენი მომწვანო ფერის გრძელი კაბითა და სახეზე ღიმილით გამოჩნდა. კაბა ხაზს უსვამდა შარლენის დახვეწილი და ლამაზი სხეულის ფორმებს, რომელსაც ბრილიანტის სამკაულები ამშვენებდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 2011 წლის 2 ივლისს დაქორწინდა და პრინცესამ საქორწინო ცერემონიიდან გაქცევა იმ დღესვე სცადა, თუმცა ის ნიცის აეროპორტში დააკავეს და ალბერტზე დააქორწინეს. ცერემონიაზე პატარძალი ცრემლებს ვერ მალავდა, რის გამოც მას „ყველაზე სევდიანი პრინცესა“ შეარქვეს. წყვილს შორის დაპირისპირების მიზეზი ღალატი და რამდენიმე ბავშვი გახდა, რომლებიც ალბერტს საყვარლებისგან ჰყავს.