ჰანდე ერჩელი "დისნეის" ვიდეორგოლში გამოჩნდა. კადრები მსახიობმა „ინსტაგრამზე“ თავად გაავრცელა.
Disney+ ახალ, ციფრულ პროექტს იწყებს. ჯერ კიდევ გასულ წელს თურქულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ პროექტში მთავარ როლებს მიიღებდნენ ჯან იამანი, დემეთ ოზდემირი, ქერემ ბურსენი, ჰანდე ერჩელი, სერენაი სარიქაია და სხვები.
მედიის ინფორმაციით, იმ დროს ჰანდემ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ქერემ ბურსენი სახელდებოდა, რომელსაც პირად ცხოვრებაში ჰქონდა არეულობა ერჩელთან.
ჰანდეს უარის შემდეგ მის ადგილას მსახიობ დემეთ ოზდემირსაც განიხილავდნენ, რომელიც ასევე ქერემ ბურსენის ყოფილი შეყვარებულია.
ამბობენ, რომ ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ჰანდე "დისნეის" გარდა არცერთ პლატფორმაზე არ იმუშავებს.
ჰანდე ერჩელი ქერემ ბურსინის შემდეგ ქაან ილდიმირსაც დაშორდა
ჰანდე ერჩელის ფოტო განხილვის საგანი გახდა - სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ ამ გზით ჰანდე ქერემ ბურსინთან საუბარს ცდილობს
თურქი ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის პირადი ტრაგედია და სასიყვარულო ცხოვრება