მოდით, ვისაუბროთ ვარსკვლავების სახის კანზე. ყველამ იცის, რომ ადამიანების კანის ტიპი მოდის გენეტიკურად ან ეფუძნება კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინას. ვარსკვლავების შემთხვევაში ამ ყველაფერს მაღალანაზღაურებადი კოსმეტოლოგების და ძვირად ღირებული პროდუქტების დახმარებაც ემატება.
თუმცა ზოგიერთ მსახიობს კანის მოვლის მარტივი და ბიუჯეტური საიდუმლოებები აქვს, რომელთა გამოყენებასაც ყველა შეძლებს.
ნიკოლ კიდმანის უნაკლო სახის კანი შესაძლოა ოპერაციების ან კოსმეტოლოგიური ჩარევის შედეგი გეგონოთ, მაგრამ მისი კანის მოვლის რუტინა საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს.
პირველ რიგში, ნიკოლი კანიდან მკვდარ უჯრედებს იშორებს. ამისთვის ნებისმიერი ამქერცლავი ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ. შედეგად კანს ზედმეტი უჯრედები მოშორდება და ჯანსაღი იერი ექნება.
მშრალი კანის საწინააღმდეგოდ კიდმანის საიდუმლო ჰიდრატაციაა. მსახიობი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქტებს, რომლებიც წყლის და ვიტამინების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას შეიცავს.
ბოლოს, ნიკოლი სახეზე მზისგან დამცავ კრემს ისვამს და როგორც ამბობს, ამ ნაწილის გარეშე სახლიდან არასდროს გადის, რადგან მზე კანს აშრობს და უჯრედებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.
დემნა გვასალიას რიგით მეორე couture ჩვენება პარიზში, ცნობილი სტუმრები და ნიკოლ კიდმანის დებიუტი პოდიუმზე - ქართველმა დიზაინერმა მოდის სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
„სასიყვარულო წერილი ეძღვნებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს - ქმარს" - ნახეთ, ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემნა გვასალიას ქმარი ლოიკ გომესი
54 წლის უმშვენიერესი ნიკოლ კიდმანის ახალი ფოტოები - მსახიობი მაკიაჟის გარეშე