54 წლის ნიკოლ კიდმანს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მსახიობი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფანები მას ნებისმიერ მდგომარეობაში იღებენ. ხუთშაბათს ნიკოლმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.
ნიკოლის სახე დაძაბული და გადაღლილი იყო. ის ლულუ ვანგის გვერდით პოზირებდა, რომელიც მსახიობის ახალი სერიალის რეჟისორია. კიდმანს სახეზე მაკიაჟი არ ეკეთა.
ვარსკვლავი ადრე აქტიურად უჭერდა მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესს. სწორედ ამას მიიჩნევდა ის საკუთარი სილამაზის და შესანიშნავი სახის კანის საიდუმლოდ.
2007 წელს თქვა, რომ არ აპირებდა რაიმე კოსმეტიკური ჩარევის მიღებას და მისი დაბერებული კანი ხელს არაფერში შეუშლიდა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მთლიანად ბუნებრივი ვარ, მზისგან დამცავ კრემებს ვატარებ და არ ვეწევი“, - ამბობდა ნიკოლი.
თუმცა 2011 წელს მან აღიარა, რომ სახეზე ბოტოქსის გაკეთება დასჭირდა.
„დედებს, რომლებიც თავს განსაკუთრებით უვლიან, მოუვლელი და ბინძური შვილები ჰყავთ“
52 წლის ნიკოლ კიდმანი ორსულადაა! 6 საოცარი ისტორია მისი ცხოვრებიდან