მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნიკა ქაცარიძე კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ:
“ჩემი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ნიკა ქაცარიძე, რომელთან ერთადაც 21 წელი ვიყავი. ერთი წამით არ დაგვიტოვებია ერთმანეთი, გინდა სცენაზე, გინდა ადამიანობაში, მეგობრობაში, ძმაკაცობაში. დიდი ხანია მე ასე არ მწყენია, არ მტკენია, ამან თავისი დაღი დამიტოვა, ეს არ გაივლის არასოდეს. ერთადერთი, საგრიმიოროში არ შევდიოდით ხოლმე ერთად, მართლა მეტისმეტი იქნებოდა, საგრიმიოროში არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა, ისედაც ვუშლიდით ერთმანეთს. ახლაც რომ შევდივარ, ერთ სართულზე ვიყავით, გვერდით ოთახია, იქ რომ გამოვივლი, მახსენდება, რომ ქვემოთ შუქი ყოველთვის ანათებდა ხოლმე. ამით ვხვდებოდი, რომ ნიკა იქ იყო. ახლაც ინსტინქტურად ვიხედები ხოლმე, მაგრამ ახლა იქ სულ ბნელა. ვერც ამოვხსენი, ეს რატომ მოხდა. იმდენად დადებითი ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, მეუღლის, შვილის, დედის, ძმაკაცების”, – ამბობს ბარბაქაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან”.
"არ არსებობს, ეს ტკივილი დამავიწყდეს... ხალისი, რაც მანამდე მქონდა, დავკარგე და ალბათ, არც არასდროს დამიბრუნდება... მარიტამ გააცნობიერა, რომ მამა აღარ დაბრუნდება..." - ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე
"გამეღვიძა და ვეძახი, ნიკა... გადმოვატრიალე და დაასრულა სუნთქვა; ვერც დავიჯერებდი მაშინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა" - ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური ინტერვიუ
"ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს