ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური მონო-დიეტები პირველ ადგილს იკავებენ. მრავალი ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონო-დიეტა წიწიბურას დიეტაა - ის არ საჭიროებს დიდ მატერიალურ ხარჯებს და საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ შთამბეჭდავ შედეგებს.
წიწიბურა მდიდარია ბოჭკოებით, რისი წყალობითაც მისით მომზადებული კერძები კარგად გაჯერებულია და ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ამ პროდუქტში ნახშირწყლები შედარებით ცოტა რაოდენობისაა და გამოირჩევა ასიმილაციის გახანგრძლივებული პერიოდით.
როგორც ნებისმიერი მონო-დიეტა, წიწიბურას დიეტაც მოითხოვს დიდ ნებისყოფას და ტემპერამენტს. მოემზადეთ იმისთვის, რომ რბილად რომ ვთქვათ, 2-3 დღეში დიეტის დაცვა ოდნავ მოგბეზრდებათ.
რისი მირთმევა შეგიძლიათ წიწიბურას 7 დღიანი დიეტის მიხედვით:
- წიწიბურა;
- კეფირი;
- თეთრი იოგურტი;
- ნებისმიერი ახალი მწვანილი;
თუ ტკბილეულის გარეშე გაძლება არ შეგიძლიათ, ნებადართულია რომ ორთქლზე მოხარშულ მარცვლეულს დაუმატოთ ქლიავი ან გარგარის ჩირი.
ასევე არსებობს წიწიბურას და ხილის დიეტაც. მისი დაცვის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, გარდა ბანანის, ფინიკისა და ალუბლისა და დიეტას დაუმატოთ 20-30 გრამი ყველი.
ბევრი დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ წიწიბურას ნებისმიერი დიეტა დაუბალანსებელია და არ შეიცავს საკვები ნივთიერებების დღიურ მოთხოვნილებას, ამიტომ რეკომენდებულია ამ დიეტის გამოყენება მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენისთვის წონის მოკლე დროში დაკლება გჭირდებათ.
ამ 5 პროდუქტის საუზმეზე მირთმევით წონაში ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სწრაფად დაიკლებთ!
3 უმარტივესად მოსამზადებელი სასმელი წონის კლებისთვის - შედეგი გარანტირებულია!
7 საოცარი სასმელი, რომელიც ორგანიზმს დასვენებასა და წონის კლებაში ეხმარება