როდესაც რამდენიმე სასარგებლო პროდუქტს აერთიანებთ, იღებთ არა მხოლოდ გემრიელ, არამედ ჯანსაღ კერძსაც, რომელიც ცხიმების დაწვაში დაგეხმარებათ. ბევრი ადამიანი რეგულარულად ფიქრობს წონის კლებაზე, შედეგად კი ჯანმრთელობას უამრავ საფრთხეს უქმნიან, ასეთი რისკების თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენი კვების რაციონსა და პროციების ზომებს.
წონის კლების მთავარი გასაღები საკვებია, რომლებიც თქვენს ორგანიზმს, ცილების ხარჯზე, საჭირო რაოდენობის ვიტამინებს მიაწვდიან.
ორაგული და ავოკადო
დიდი ხანია ყველამ იცის ამ იდეალური დუეტისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ორაგული, კალმახი და ნებისმიერი წითელი თევზი შეიცავს ჯანსაღ ომეგა -3 და ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თქვენს სხეულს ენერგიის წყაროთი ამარაგებენ. რაც შეეხება ავოკადოს, ეს პროდუქტი ორგანიზმში შიმშილის დონეს 40%-ით ამცირებს.
შვრიის ფაფა და არაქისის კარაქი
შვრიის ფაფას დაუმატეთ 2 კოვზი არაქისის კარაქი. ეს ორი პროდუქტი ორგანიზმისთვის იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები საკვების მირთმევის სურვილი გექნებათ.
იოგურტი და კენკრა
ნატურალური იოგურტიც იდეალურ საუზმედ ითვლება, მაგრამ ის უნდა იყოს შაქრისა და ნებისმიერი დანამატის გარეშე. ერთადერთი, რისი დამატებაც შეგიძლიათ ამ კერძში, არის ახალი კენკრა.
კვერცხი და სანელებლები
საუზმეზე კვერცხთან ერთად წიწაკის ან სხვა ცხარე დანამატების მიღება უმალვე შეგიმცირებთ მადას და საშუალებად მოგცემთ რომ დაწვათ ჩვეულებრივზე მეტი კალორია.
ჩიას თესლი და ფოთლოვანი მწვანილები
კვების რაციონში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი წონის დასაკლებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაუწერელი კანონია. მეცნიერებმა დაადგინეს რომ თუ თქვენ გაზრდით ბოჭკოვანი პროდუქტის მოხმარებას 4 გრამით, ექვს თვეში დაიკლებთ მინიმუმ 2 კილოგრამს. რაც შეეხება ჩიას, ერთ სუფრის კოვზ ჩიაში დაახლოებით 5 გრამი ბოჭკოვანი ნივთიერებებია.
იმისათვის, რომ ის უფრო გემრიელი და ჯანსაღი იყოს, დიეტოლოგები გვირჩევენ ჩიას თესლის დამატებას კეფირში, იოგურტში, სმუზსა და ნატურალურ წვენში.
"იწვევს აგრესიას, ჯანმრთელობის პრობლემებს და ანგრევს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს" -კვებითი ქცევის სპეციალისტი საზაფხულო და მოკლევადიანი დიეტების შესახებ საუბრობს
3 მარტივი წესი მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს - გარანტირებული შედეგი!
3 უმარტივესად მოსამზადებელი სასმელი წონის კლებისთვის - შედეგი გარანტირებულია!