ცნობილ სახეებს მათივე ასისტენტები და დაქვემდებარებული პირები ხშირად უჩივიან ხოლმე. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად ვარსკვლავების მხრიდან უხეში დამოკიდებულება ხდება.
ლედი გაგასასა და მის პერსონალურ ასისტენტს შორის დავა 2011 წელს დაიწყო. ჯენიფერ ო’ნილმა მომღერალი არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. ჯენიფერის თქმით, გაგა აიძულებდა, 24 საათის განმავლობაში მის გვერდით ყოფილიყო.
„ჩემთვის დასვენების დღე არ არსებობდა. შუაღამისას მაღვიძებდა იმისათვის, რომ ფილმი გადამერთო, რადგან თავად ეზარებოდა. აბაზანიდან გამოსვლისას მისთვის ტანი უნდა შემემშრალებინა, ღამე მის საწოლში უნდა გამეტარებინა, რადგან გაგას მარტო დაძინება არ სურდა“, - ამტკიცებდა ჯენიფერი.
ასისტენტის ბრალდებებს მოგვიანებით თავად გაგაც გამოეხმაურა:
„ჯენიფერი ნამდვილი ვირთხაა. მას უმაღლესი ხარისხის თეთრეულზე ეძინა, საუკეთესო სასტუმროებში რჩებოდა და ძვირად ღირებულ სუნამოებს ისხამდა. წარმოიდგინეთ, რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი, მე რომ მიჩივლო” - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით გაგას ჯენიფერისთვის კომპენსაციის გადახდა მაინც მოუწია.