სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ისაუბრა კენკრის შემადგენლობისა და იმის შესახებ, კარგავს თუ არა კენკრა ვიტამინებს გაყინვის შემდეგ:
„კენკრა არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველა ჯგუფის ვიტამინს და არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული საკვები. ზაფხული არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ კენკრა გავყინოთ და ზამთარში მივირთვათ. ნებისმიერი კენკრის გაყინვა შეიძლება ისე, რომ ვიტამინები არ დაკარგოს. მხოლოდ საჭიროა, რომ ხილი არ შეიცავდეს წყლის დიდ რაოდენობას, რათა არ მოხდეს მისი დეფორმაცია. სხვა მხრივ, გაყინვა აჩერებს ხილში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესს და არ ხდება ვიტამინების დაკარგვა“ - ამბობს ის.