ეკა ხოფერია და მიხეილ ხუჯაძე ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ეკამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ამასობაში ხუჯიკას და ეკას, ანუ ჩვენი, 15 წელიც დადგა. დღეს ვიცინოდით, პირველად შევხვდით ამ თარიღს ღამე ბავშვებთან მონოპოლიის თამაშით, დილით ჩემი იოგათი და მიშკას ვარჯიშით... ცოტა სხვაგვარად იყო ხოლმე, როგორც წესი.
მაგრამ, როგორც იტყვიან, მთავარია ჰარმონია. მკვეთრად გამოხატული საიუბილეო თარიღები არ გვიყვარს და მომავალ წელს გადავიხდით. მთავარია ყველა, ყველა ვიყოთ კარგად.
აბა, გილოცავ, მიშკა Michel Khujadze“, – წერს ეკა ხოფერია.

„ჩემი მაგალითი“ - ეკა ხოფერიას ქალიშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს
"იყო ცოტა ეჭვიანობა, მაგრამ... რაც დრო გადის, უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ცხოვრება; ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა" - ეკა ხოფერია მეუღლისა და პირადი ცხოვრების შესახებ
„ანანო დისერტაციას წერს, თან მუშაობს და დიდად არ გვკითხულობს“ - ეკა ხოფერია უფროს შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს