წითელ ხალიჩაზე ბრედ პიტის კაბით გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრედი საღამოზე ვარდისფერი პერანგითა და ქვედაბოლოთი წარდგა. სოციალურ ქსელებში პიტის ფოტოები ვირუსულად გავრცელდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკაროსანმა მსახიობმა კაბა მოირგო.
1999 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჟურნალ "როლინგ სთოუნზის“ ფოტოგადაღებაში, სადაც საზაფხულო კაბების კოლექციით პოზირებდა, კაბებს კი სამკაულები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
სამშაბათს ბრედი ბერლინში, ფილმის პრემიერაზე იმყოფებოდა. სწორედ აქ მოახდინა მან ფურორი თავისი უჩვეული სტილითა და გამოჩენით.
ფანები და კრიტიკოსები უკვე რამდენიმე დღეა ბრედზე განუწყვეტლივ წერენ. ბრედის გულშემატკივრები მსახიობს გადაწყვეტილებას უწონებენ, რასაც ვერ ვიტყვით ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებზე, რომლებმაც პიტის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს.
„ბრედმა ანჯელინასთან რომანი მაშინ გააბა, როცა ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული...“ - ჰოლივუდის ვარსკვლავები და მათი სასიყვარულო ისტორიები
კიდევ ერთი სკანდალი - ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - ნახეთ, რა გახდა დავის მიზეზი