ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნიჭიერი იურისტი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის მრჩეველი, ამალ ალამუდინი გახდა ვარსკვლავი მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და ამალ კლუნად იქცა.
როგორც თავისი პროფესიის ადამიანს შეეფერება, ამალი ყოველთვის თავშეკავებულად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი მკაცრი ხასიათი ხშირად უბიძგებს თამამი განცხადებებისაკენ. მაგალითად, 2017 წლის მარტში ის დიდ სკანდალში გაეხვა, რადგან მისი გამოსვლა დაჩრდილა ყვითელმა კაბამ, რომელიც კლუნმა საღამოზე მოირგო.
მიუხედავად იმისა, რომ კლუნი თავის სფეროში ისედაც კარგად იყო ცნობილი, ჯორჯთან ქორწინებამ მას ნამდვილი პოპულარობა მოუტანა. მათ ერთად დაიწყეს წითელ ხალიჩაზე სიარული, პაპარაცები კი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამალის ყოველ ნაბიჯს.
გასაკვირია, რომ ამალს სტილისტი არ ჰყავს - ჩაცმულობას ის ყოველთვის თავად არჩევს.
„მას სტილის შესანიშნავი გრძნობა აქვს. ის არ სარგებლობს სტილისტის მომსახურებით, მაგრამ ნებისმიერ ღონისძიებაზე საოცრად გამოიყურება ”- თქვა ჯორჯ კლუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
აპრილის ბოლოს ამალი მივლინებით ნიუ-იორკში გაფრინდა. ვიზიტის მიზანია გაეროს კონფერენციაში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპაში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით.
ამალი ერთი მეორის მიყოლებით იცვლიდა სტილს და მედიაც აქტიურად აშუქებდა მის ყოველ გამოჩენას.
24 მაისს ლონდონში, The Prince's Trust Awards-ის ფარგლებში, გალა მიღება გაიმართა. ამალი ბიუსჰალტერული კაბით გამოჩნდა, რომელმაც მოდის კრიტიკოსების ყურადღება უმალვე მიიქცია.