DASH არის აკრონიმი Dietary Approaches to Stop Hypertension-სთვის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი დიეტა. DASH-ს ხელს უწყობს გულის, ფილტვის და სისხლის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილია და აქ მომუშავე პერსონალი ერთხმად თანხმდება, რომ დიეტა სხვა დიეტებთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ხელს უწყობს წონის დაკლებას, იცავს გულის ჯანმრთელობას და ამცირებს დიაბეტისა და ინსულტის რისკს.
DASH რეკომენდაციას უწევს სპეციფიკურ პორციებს საკვების სხვადასხვა ჯგუფიდან, რაც დამოკიდებულია ადამიანის ყოველდღიურ კალორიულ მოთხოვნილებებზე. მაგალითად, 1600 კალორიული DASH დიეტა (40 წელზე უფროსი ასაკის ქალისთვის) მოიცავს შემდეგს:
- ყოველდღიურად 6 პორცია მარცვლეული;
- 3-4 პორცია ბოსტნეული;
- ხილის 4 პორცია ყოველდღიურად;
- დღეში 2-3 პორცია უცხიმო რძე;
- 3-4 უნცია ან ნაკლები უცხიმო ხორცი, ფრინველი ან თევზი ყოველდღიურად;
- კვირაში 3-4 პორცია თხილი და პარკოსნები;
- დღეში 2 პორცია ცხიმები და ზეთები;
- კვირაში 3 ან ნაკლები პორცია ტკბილეული;
- მაქსიმუმ 2300 მგ ნატრიუმი დღეში;
DASH დიეტა არსებობს ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი დაცვა საკმაოდ მარტივია. თუმცა, ექსპერტები გვირჩევენ, რომ დიეტის დაწყებამდე აუცილებლად მივმართოთ დიეტოლოგს ან პირად ექიმს.
წიწიბურას უახლესი დიეტა - მარტივი დიეტა გარანტირებული შედეგით!
ინოვაციური მეთოდი, როგორ დავიკლოთ წონაში - მარტივი და ჯანსაღი რჩევები