გახსოვთ, რა თქვა ოსკარ უაილდმა ქალებზე? "ისინი შექმნილნი არიან, რომ უყვარდეთ და არა იმისთვის, რომ მათი ესმოდეთ". ისტორიამ სწორედ ასეთი, არაერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენლის სახელი შემოგვინახა, რომლებიც ცნობილნი საჯაროდ მხოლოდ საკუთარი საყვარლების რაოდენობით გახდნენ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ქალბატონებზე მოგიყვებით.
ვალერია მესალინა
ვალერია იმპერატორ კლავდიუსის ცოლი გახლდათ. სწორედ ის გახდა რომში ვნებისა და სიძვის განსახიერება. მესალინა საროსკიპოში სისტემატურად დადიოდა, სადაც პროსტიტუციას ეწეოდა. საბოლოოდ, 28 წლის ასაკში ის იმპერატორმა საკუთარი ხელით მოკლა. მკვლევარების თქმით, მესალინა სიფილისით იყო დაავადებული.
კლეოპატრა
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ბრძენი და გამჭრიახი ქალი, მართალია, სილამაზით ვარსკვლავებს არ წყვეტდა, თუმცა, აი, მამაკაცები კი ჭკუიდან ნამდვილად გადაჰყავდა. თითოეულ მონას კლეოპატრასთან ერთი ღამის გატარება სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.
ძველმა ბერძნებმა დედოფალს "მერიოჰანე" სწორედ იმიტომ შეარქვეს (რაც "დაღებულპირიანს " ან "ათასპირიან ქალს" ნიშნავდა), რომ ჭორების თანახმად, ის მამაკაცებს სასწაულებრივი მეთოდით აკმაყოფილებდა.
ვუ ჰუ
ჩინეთის იმპერატორი ქალი ტანის დინასტიიდან ითხოვდა, რომ მისი მისამართით განსაკუთრებული პატივისცემა ყველა ჩინოვნიკს კუნილინგუსის საშუალებით გამოეხატა.
წაიკითხეთ სრულად