დევიდ და ვიქტორია ბექჰემების არდადეგები გრძელდება. ახლა წყვილი სენ-ტროპეში ატარებს დროს. შაბათ-კვირას ისინი მდიდრულ იახტაზე დააფიქსირეს. წყვილი იზოლირებულ პლაჟთან ახლოს ისხდა. ვიქტორიამ მზიანი დღისთვის დელიკატური თეთრი კაბა აირჩია, რომელსაც მაქმანიანი ზედა შეუხამა. აღსანიშნავია, რომ დევიდმა ვიქტორია იახტიდან პლაჟამდე ხელში აყვანილი მიიყვანა, ამ კადრებმა კი მათ გულშემატკივრებში დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ცნობილი წყვილი დასასვენებლად ბავშვებთან ერთად იმყოფება. 17 წლის კრუზი და 11 წლის ჰარპერი მშობლებთან ერთად სასიამოვნო დროს ატარებენ და სანაპიროზე გართობის შემდეგ ოჯახი შვეიცარიელ მილიარდერ ერნესტო ბერტარელთან ერთად რესტორანში ლანჩზე წავიდა.