ორშაბათს დევიდს და ვიქტორიას ქორწინების 23 წლის იუბილე ჰქონდათ. წყვილმა განსაკუთრებული თარიღი ერთად, ოჯახურ გარემოში აღნიშნა და ფოტოები ვიქტორიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ამბობდნენ, რომ ერთად დიდხანს ვერ გავძლებდით. წერდნენ, რომ დევიდის გვერდით არასდროს ვიცინოდი, მაგრამ დღეს 23 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დევიდ, ჩემთვის ყველაფერი ხარ, ძალიან მიყვარხარ!“ - დაწერა დიზაინერმა.
ვიქტორიას პოსტს დევიდი მალევე გამოეხმაურა, დაწერა, რომ ცოლი ძალიან უყვარს და თავიანთი 4 საერთო შვილი და რძალი, ნიკოლა პელციც მონიშნა.
ვიქტორია ბექჰემი საჭმელს მაშინაც კი არ ჭამდა, როდესაც ფეხმძიმედ იყო - ნახეთ სელებრითების ყველაზე მკაცრი დიეტები, რომლების დახმარებითაც ისინი იდეალურ ფორმებს ინარჩუნებენ
კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი ბექჰემების ოჯახში - რომეო ბექჰემი და მია რეგანი ერთად ყოფნის 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ
გრანდიოზული ქორწილის შემდეგ გლამურული დაბადების დღე - ვიქტორია ბექჰემის ზღაპრული წვეულება და განსაკუთრებული საჩუქრები