„2 წელია, ამ დღეს ველოდები და, როგორც იქნა, დადგა!“ - ნახეთ კადრები უმშვენიერესი წყვილის, ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის ქორწილიდან - Marao

„2 წელია, ამ დღეს ველოდები და, როგორც იქნა, დადგა!“ - ნახეთ კადრები უმშვენიერესი წყვილის, ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის ქორწილიდან

2022-08-01 11:00:50+04:00


მსახიობი და პაროდისტი ლაშა გურგენიძე დაქორწინდა. მისი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილია. წყვილმა საქორწილო წვეულება ბაზალეთში, ულამაზეს გარემოში გამართა.

კადრებს ქორწილიდან თავად სიძე-პატარძალი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.

ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან, თუმცა ლაშამ თაკოს ოფიციალურად ხელი იანვრის თვეში, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, პირდაპირი ეთერის დროს სთხოვა.

- ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო? - ჰკითხა ლაშამ თაკოს და სასურველი თანხმობაც, რასაკვირველია, მიიღო.