მსახიობ ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის პანდემიის გამო გადადებული ქორწილი ორწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შედგა. წყვილმა სტუმრებს ბაზალეთის ტბასთან მოწყობილ ულამაზეს გარემოში უმასპინძლა.
ქორწილიდან ფრაგმენტს, სადაც ლაშა გურგენიძე და მისი მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილი ტანგოს ცეკვავენ, მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წყვილმა ასევე გაასაჯაროვა ქორწილში გადაღებული ულამაზესი ფოტოებიც, რომლებსაც სოციალურ ქსელში არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა.
ქორწილს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე ლაშა ბასლანძე. ქორწილს კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია და, როგორც აღმოჩნდა, სალომე და ლაშა ქორწილში ერთი დღით ადრე მივიდნენ.
„ერთი დღით ადრე მისულხართ ძმაკაცის ქორწილში? ჩვენ მივედით!“ - დაწერა ლაშა ბასლანძემ.
მოგვიანებით, ამ თემაზე ქორწილში, რომელიც 31 ივლისს გაიმართა, თავად სიძემაც იხუმრა:
„რაღაცებზე დავრბივარ და უცებ მოდის მესიჯი… დღეს მახსოვდა, 30-ში და აქ ვართ ბაზალეთზე მე და სალომე… აი, ეს მესიჯი მომდის. რა გინდა, რომ ქნა. რვა წლის ვიყავი, ბოლოს ასე რომ ჩავბჟირდი… ვიდექი და 20 წუთი ვიცინოდი…“