ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე, სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული ანეტა ნიკურაძეა. ამჯერად გიორგი ჭოხონელიძე მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს და წერს, რომ მალე ბიჭის მამა გახდება:
„ჩემო მაგარო ადამიანებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის.
ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა წოდება მამის და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს – პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს. ლუკა ჭოონელიძე, ამიერიდან უკვე ნაღდი ბიძა იქნები!
ძალიან ბედნიერი დღე გამითენდა. მადლობა ჩემს სიყვარულს ყველაფრისთვის – Aneta Nikuradze ! და მადლობა ჩემს დიდ ოჯახს
მიყვარხართ ძალიან!
თქვენი გიო ჭოხო
ამის გარეშე არ გამოვა – ბიჭიაააა ბიჭიიი!“, - წერს გიორგი ჭოხონელიძე.


