ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ერთად ნაკლები დრო გაატარონ და ერთმანეთს დროებით დაშორდნენ. მათ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი მათ ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში წაადგება. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Life წერს. მიზეზი, წყვილის აზრით, ერთმანეთისადმი კავშირის გაძლიერებაა.
დაკავებული გრაფიკისა და დატვირთული რეჟიმის გამო ჯენიფერსაც და ბენსაც ხშირად უწევთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა. დისტანცირება, მათი აზრით, მონატრებას და სიყვარულს კიდე უფრო გააძლიერებს. მათ არ სურთ, რომ სიყვარულისა და ოჯახის გამო კარიერაზე უარი თქვან, საუკეთესო გამოსავლად კი სწორედ ეს ნაბიჯი მიაჩნიათ.
"ქორწინებიდან ასე მალე დაშორება იდეალური არ არის, მაგრამ მათ იციან, რომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ და ტკბებიან ყოველი წუთით", - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.
