აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მეუღლესთან მეჰრიბან ალიევასთან ერთად თურქეთში იმყოფება. ისინი ქვეყანას საქმიანი ვიზიტით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით სტუმრობენ.
![](/media/images/stories/mehriban2-49969.jpg)
საზოგადოების ყურადღება აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ჩაცმის სტილმა მიიპყრო. მეჰრიბანი, რომლის სტილიც აღიარებულია, ხშირადაა მსოფლიოს მედიის განხილვის საგანი. მიიჩნევა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია.
აზერბაიჯანის პირველი ლედი ამჯერადაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მეჰრიბანს ეცვა თეთრი კაბა, რომელიც აღმოსავლური ელემენტებით იყო გაფორმებული.
მედიაში აზერბაიჯანის პირველი ლედის სტილს ვარსკვლავური უწოდეს.
დაათვალიერეთ ფოტოები