ცოტახნის წინ მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ახალი ბიზნესი წამოიწყო, რომელიც თავის მოვლასა და სილამაზეს უკავშირდება. ამის შესახებ სალომემ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფიქრი, როდესაც ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებდა მონაწილეობას.
„ჩემი სფერო მოიცავს სილამაზეს, მხოლოდ ცეკვის გამო არ ამირჩევია, ისედაც ძალიან მიყვარს სილამაზე, თავის მოვლა. ეს სფერო ძალიან ახლოს იყო ჩემთან..
ირლანდიის ცეკვავენ ვარსკვლავების პარალელურად ამ საქმის მოსაგვარებლად ვმუშაობდი. გვინდოდა, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ უმაღლეს ხარისხთან ვასოცირდები. ამიტომ ყოველთვის მინდა, საუკეთესო ვიყო. აქედან გამომდინარე, რომელი სფეროც არ უნდა დავამატო, ყველგან იმავეს სურვილი მაქვს.
როდესაც ძალიან მოინდომებ, გართობასა და დასვენებას მოიკლებ, გამოვა. მე მართლა ვფიქრობ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს”, – ამბობს სალომე ჟურნალ „თბილისელებთან“.

სალომე ჭაჭუას კიდევ ერთი ტრიუმფი - ქართველი მოცეკვავე ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში იცეკვებს
„ვნებიანი "პასადობლე" და საუკეთესო შეფასება“ - სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ახალი ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელს იპყრობს
"სექსუალური სალომე საქართველოდან..." - რას წერს ირლანდიური The Sun-ი ქართველი მოცეკვავის შესახებ?