თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. მსახიობს რამდენიმე პროექტი ჰქონდა და ბოლოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.
კარიერულ წარმატებასთან ერთად, თაკო ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრების გამოც მოექცა, როდესაც გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ განაცხადა. მის მიმართ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.
ამჯერად ის „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებსაც უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, სითბოსთვის“, - დაწერა ტაბატაძემ.
„რა ლამაზი გოგო ხარ“, „ყველგან გიცავთ, სადაც ვნახულობ თქვენზე პოსტს. ბედნიერი უნდა იყოთ აუცილებლად!“, „იყავი უბრალოდ ბედნიერი და ბოროტი ადამიანები ვერ გადაიტანენ ამას!”, – წერენ კომენტარებში.
"ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს" - რატომ დასჭირდა თაკო ტაბატაძეს სასწრაფო ოპერაცია და რას ფიქრობს თამამ როლზე "ჩცდ"-ში
„გადავწყვიტეთ, ცალკე გაგვეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა” - გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე დაშორდნენ
„მრჩება დრო, საკუთარ თავზეც ვიზრუნო... ოთხი შვილი საუკეთესო ვარჯიშია“ - როგორია თაკო ტაბატაძის დილა ქალიშვილებთან ერთად