5 ყველაზე ცნობილი გამოგონება მოდის სამყაროში, რომლებიც ლეგენდარულ კოკო შანელს ეკუთვნის - Marao

5 ყველაზე ცნობილი გამოგონება მოდის სამყაროში, რომლებიც ლეგენდარულ კოკო შანელს ეკუთვნის

2022-08-23 10:35:04+04:00


სახელი კოკო შანელი სიტყვა "მოდის" სინონიმი გახდა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი მოდის რეფორმატორი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა თანამედროვე ქალის სახე. გავიხსენოთ შანელის 5 ყველაზე დიდი იდეა მოდის სამყაროში:

1. პატარა შავი კაბა

ძნელი წარმოსადგენია ქალის გარდერობის უფრო მრავალმხრივი და შეუცვლელი ნაწილი, ვიდრე პატარა შავი კაბა. ის შეიძლება ჩაიცვათ პაემანზე, საქმიან შეხვედრაზე, წვეულებაზე ან მეგობრებთან ერთად გასართობად. ეს გენიალური გამოგონება გაბრიელ შანელს ეკუთვნის. კოკომ თავისი პირველი LBD მოდელი 1926 წელს წარადგინა - კაბას მაშინვე ეწოდა "ფორდ შანელი" და "უნიფორმა გემოვნების მქონე ქალებისთვის".

2. ტვიდის ქურთუკი

მე-20 საუკუნის დასაწყისში ტვიდი ითვლებოდა უკიდურესად არაპოპულარულ მასალად და გამოიყენებოდა ძირითადად მამაკაცის ტანსაცმლის შესაკერად, თუმცა შანელმა შეძლო სიტუაციის რადიკალურად შეცვლა, ტვიდისგან ლეგენდარული პიჯაკის შექმნით.

3. სამკაულები

შექმნა მოდა ნებისმიერი ქალისთვის ხელმისაწვდომი სამკაულებით. მისი აზრით, არცერთი სამოსი არ უნდა ყოფილიყო სრულყოფილი აქსესუარების გარეშე, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ძვირფასი ქვები, რომლებსაც ზოგიერთი ქალბატონი ვერ შეიძენდა.

4. ქალის შარვალი

რა თქმა უნდა, ქალის შარვალი არსებობდა შანელამდეც, მაგრამ სწორედ მან გახადა ისინი არა მხოლოდ სპორტული გარდერობის ელემენტად, არამედ მოდად, რომლითაც შეიძლება გამოჩნდე მთელ მსოფლიოში. ”მე ქალებს თავისუფლების განცდა მივეცი,” - თქვა დიზაინერმა.

5. ორტონიანი ფეხსაცმელი

1957 წელს კოკო შანელმა წარმოადგინა ფეხსაცმლის ახალი მოდელი - თეთრი ლაქის ფეხსაცმელი შავი კონტურებით. ავტორის აზრით, ასეთი მოდელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს მსუბუქი ბაზის გამო, ხოლო ტერფს უფრო პატარას ხდის. ქუსლის სიმაღლის მიუხედავად, ეს ფეხსაცმელი იდეალურია როგორც კაბებთან, ასევე შარვლებთან.

ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ შავი ფერი ახდუნებს - ეს და კიდევ 4 მითი შავი სამოსის შესახებ

როგორ გახდა ქართველი თავადის ასული შანელის მუზა და ვინ იყო მისი ერთადერთი სიყვარული