მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოდელი და ბლოგერი მიმი შელია ორსულად არის. ფოტოებს ის სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს.
მიმის ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. თავისი გამორჩეული სილამაზითა და სოციალურ ქსელებში აქტიურობით, თავი ყველას დაამახსოვრა და მოდელის სტილიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ხოლმე.
მოდელის რჩეული გრიშა მამურინი გახლავთ, რომელიც რუსი მილიარდერის შვილიშვილია.
წყვილმა ურთიერთობა რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით დააკანონა და ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ.
ამჯერად მიმი ახალ ფოტოებს დუბაიდან აქვეყნებს.

