ჯანმრთელობა ადამიანის სიცოცხლის ყველაზე მთავარი ღირებულებაა. საკვები უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით. იგი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების მთავარი წყაროა.
ჭარბი წონის პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, დიეტის სწორად შერჩევა კი არც ისე მარტივია. აუცილებელია დიეტის დაბალანსება ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. იგი უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ პროფესიას. საკვებთან ერთად ორგანიზმმა უნდა მიიღოს სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ასევე, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ვიტამინები და მინერალური მარილები. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორი თანაფარდობა ჯანსაღი დიეტის საფუძველია.
წარმოგიდგენთ 8 პროდუქტს, რომლებიც ყველაზე დადებითად იმოქმედებს ორგანიზმზე დიეტის პერიოდში:
შვრიის ფაფა უჯრედისით მდიდარი საკვებია. იგი ამცირებს ე. წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. ნახევარი ჭიქა შვრიის ფაფა შეიცავს 6 გრამ ბოჭკოს. თუ ფაფას დაუმატებთ ბანანს, დაახლოებით 4 გრამით მეტ ბოჭკოს მიიღებთ.
ინდაური დაბალი ქოლესტერინის დიეტური საკვებია (74მგ/100გრ). ინდაურის ხორცში ნატრიუმის არსებობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და უჯრედებიდან ნახშირორჟანგის გამოდევნას. დიეტის რაციონში დიეტოლოგებს ხშირად შეაქვთ ინდაურის ქილა, რომელშიც ყველა სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნებულია. საქართველოში ახლა უკვე ხელმისაწვდომია Henry’s kitchen-ის ინდაური ქილაში, რომელიც ოთხი სახეობითაა წარმოდგენილი:
თინუსის ქილის მსგავსად, ესეც შეგიძლიათ მიირთვათ მზა სახით ან დაუმატოთ სხვადასხვა კერძს (იხილეთ: 3 ჯანსაღი კერძი ინდაურის ხორცით, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ).
მწვანე ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას და წონის დაკლებას. მწვანე ჩაიში შემავალი კოფეინი და ანტიოქსიდანტები ორგანიზმს კალორიების დაწვაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს წონის დაკლებას. ხოლო თუ ეფექტს ინტენსიური ვარჯიშით გააძლიერებთ, შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
თევზის ხორცს პრაქტიკულად არ აქვს ძნელად მოსანელებელი ცილები. გარდა ამისა, ნახშირწყლების შემცველობა თევზში ძალიან დაბალია. ამიტომ იგი სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. დიეტის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თევზის რაციონში შეტანა. ის შეიცავს ომეგა 3-ს და დიდი რაოდენობით ვიტამინებს, როგორებიცაა B6, A, E და D, ასევე - რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და სელენს. სასარგებლო და დიეტურ თევზებს შორისაა ორაგული და თინუსი, რომლებიც შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს ან მიირთვათ ბურღულეულთან ერთად. თევზი მიირთვით მოხარშული, გამომცხვარი ან ქილის სახით. შემწვარი თევზი დიეტის დროს არ არის რეკომენდებული.
დიეტების უმრავლესობა გამორიცხავს ტკბილეულს, მაგრამ ეს არ ეხება შავ შოკოლადს. იგი დიეტურიცაა და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოც. ორგანიზმისთვის სასარგებლოდ, დღეში შეგიძლიათ მიირთვათ არაუმეტეს 45 გრამისა. მხოლოდ ასეთი დოზით, შავი შოკოლადი იქნება პოზიტიური განწყობის წყარო და ორგანიზმს რიგი დაავადებებისგან დაიცავს. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას.
ნიგოზი აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს. მონო და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ნიგოზი ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას. დღეში 40-45 გრამი ნიგოზი საკმარისი იქნება. წონაში მატებისა და ზედმეტი ჭამის თავიდან ასაცილებლად, გაჯერებული ცხიმებით მდიდარი საკვები ნიგვზით შეცვალეთ. მაგალითად, ყველის, ხორცის ან ორცხობილას ნაცვლად სალათაში ჩაყარეთ ერთი მუჭა ნიგოზი.
ავოკადო არის საკვები ნივთიერებების, ასევე, მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო. ავოკადოს ყოველდღიურად ჩართვა რაციონში აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. ავოკადოს ნაჭრები შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს ან მოამზადოთ ავოკადოს სენდვიჩები.
მოცვის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო უხსოვარი დროიდან. მოცვის გამოყენება თანამედროვე მედიცინაში ემყარება კენკრის ლაბორატორიულად დადგენილ ქიმიურ შემადგენლობას და აღმოჩენილი ნივთიერებების დადასტურებულ გავლენას ადამიანის სხვადასხვა ორგანოს ფუნქციებზე. მოცვის კალორიული შემცველობა დაბალია: 100 გრ კენკრა შეიცავს მხოლოდ 44 კკალს.
კომენტარებში დაგვიწერეთ, ჩამოთვლილი 8 პროდუქტიდან რომლები შედის თქვენს რაციონში.
ჯანმრთელობას გისურვებთ!