კიბოთი დაავადებული ბევრი პაციენტი ადასტურებს, თუ რამდენად ძვირფასია დრო კიბოს მკურნალობისას. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის გაუმჯობესებამ განაპირობა ბევრი მათგანის გადარჩენა, შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ორ-სამ თვეს ცოცხლობენ მკურნალობის შემდეგ. მათთვის მნიშვნელოვანია კითხვა, თუ რამდენი დრო დარჩათ.
მკვლევარებმა და კლინიცისტებმა განსაზღვრეს დროის მნიშვნელობა. მოსაცდელ ოთახებსა და საავადმყოფოს საწოლებში გატარებულ ყველა საათს ეწოდა „დროის ტოქსიკურობა“, ანუ იმ დროის „დატვირთვა“, რომელიც მკურნალობისთვის გამოიყენება. ზოგიერთი ადამიანი ნეგატიური განწყობით უდგება მკურნალობის პროცესს, ხოლო ზოგი კი საკუთარ თავს უსვამს კითხვას: „რას ვიღებ, რისთვის ვამბობ უარს?“ თუ თქვენ მკურნალობთ და გრძნობთ იმედგაცრუებას ამ პროცესში დახარჯული დროის გამო, გაითვალისწინეთ შემდეგი წინადადებები:
1. დასვით კითხვები
დაუსვით ონკოლოგს კონკრეტული კითხვები იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოგიტანთ მკურნალობა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ დროის ჩარჩო, თუ რამდენად გახანგრძლივდება თქვენი სიცოცხლე კონკრეტული მკურნალობით და რამდენ დროს დახარჯავთ ამ მკურნალობაში, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ. ის გეხმარებათ, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილებები. თქვენმა ონკოლოგმა შეიძლება ვერ შეძლოს ზუსტი ციფრების დადგენა, მაგრამ მათ, სავარაუდოდ, აქვთ კვლევები, რომლებითაც შეუძლიათ გარკვეული შეფასებები მოგცეთ. თქვენ შეიძლება არ გინდოდეთ იცოდეთ და ეს ასევე კარგია!
2. გააანალიზეთ პროცესი და განსაზღვრეთ პერსპექტივები
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენ ცხოვრებას მუდამ კიბოს მკურნალობაში გაატარებთ. მისთვის, ვინც იცის მკურნალობის დასრულების თარიღი, შეიძლება სასარგებლო იყოს ერთიანი სურათის დანახვა, რათა განსაზღვროს, რამდენი დრო დაიხარჯა ამ მკურნალობაზე. შეგიძლიათ იფიქროთ მომავალზე, როდესაც აღარ დაგჭირდებათ მკურნალობა, თუნდაც ერთი ან მეტი წლის შემდეგ. ამით მეტად გათვლით დროის პერსპექტივებს და შეგიძლიათ ამ ყველაფრის გამოყენება საკუთარი თავის მოსამზადებლად, როცა გრძნობთ, რომ მკურნალობა არასდროს დამთავრდება.
3. იფიქრეთ იმაზე, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ
მკურნალობაში დახარჯული დროისა და გვერდითი ეფექტების უსიამოვნო შეგრძნებების გამო თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებდათ და აფასებდით. გააკეთეთ ერთგვარი მიმოხილვა: ისევ ვაკეთებ იმას, რაც კიბომდე მსიამოვნებდა? თუ არა, რატომაც არა? თუ საკმარისად კარგად არ ვგრძნობ თავს, შესაძლებელია თუ არა იმის ადაპტირება, რასაც ვაკეთებდი? თუ თქვენ გახსენდებათ ამგვარი მოვლენები, უკეთესი იქნება, რომ ჰკითხოთ თქვენს ონკოლოგს მკურნალობის დღეების გადანაცვლების ან მკურნალობის „შვებულების“ შესახებ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რამდენად მზად არიან თქვენთან ერთად იმუშაონ, რათა დარწმუნდნენ, რომ თქვენ ნამდვილად შეძლებთ მკურნალობის დროს საყვარელი საქმის გაკეთებას.