წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას სოციალურ ქსელებში 290 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების დეტალებს ყოველდღიურად უზიარებს და მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა.
ცოტა ხნის წინ ნუცამ "ინსტაგრამზე" ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან თმის სტილი შეიცვალა.