უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი ცნობილი ქართველი მომღერლის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა. ის და გიგი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან და ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებენ.
ამჯერად მარინა გიგისთან სიყვარულისა და დედამთილის შესახებ საუბრობს:
„გიგი შეხვედრის დღიდან მიყვარს და რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად…
ჩემი დედამთილისგან ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვსწავლობ. ის ჩემზე უკეთ იცნობს გიგის, ამიტომ პატარ-პატარა ეშმაკობებს მასწავლის. როცა რამეზე გვიკამათია მე და გიგის, ციცი ყოველთვის ჩემს მხარეს დამდგარა. დამეხმარა ოჯახური წონასწორობის შენარჩუნებაში და იმაშიც, რომ მასწავლა, როგორ გავუძღვე ოჯახს…“ - ამბობს მარინა.
