ქალის აზროვნება გაქვთ თუ მამაკაცის? - ალბათ, ბევრს უცნაურად მოეჩვენება ეს შეკითხვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ, მაგალითად, ქალად დაიბადე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ქალურად აზროვნებ და პირიქით. გთავაზობთ ძალიან მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავისა და აზროვნების შეცნობაში.
უბრალოდ შეხედეთ სურათს და უპასუხეთ ერთადერთ შეკითხვას: საით მირბის მამაკაცი: თქვენკენ თუ თქვენგან?

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სურათზე მამაკაცი თქვენკენ მორბის, ესე იგი, თქვენში მამაკაცური აზროვნება ჭარბობს. თქვენ არ გიყვართ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ხელის მოკიდება, ირჩევთ ერთ კონკრეტულ საქმეს და ცდილობთ, კარგად და სწრაფად გაუმკლავდეთ მას. თქვენ ყურადღებიანი და საქმიანი ადამიანი ხართ.
თუ ფიქრობთ, რომ სურათზე მამაკაცი თქვენგან მირბის, ესე იგი, თქვენში ქალური აზროვნება ჭარბობს. თქვენ შესანიშნავი ანალიტიკური უნარები გაქვთ. შეგიძლიათ გრძნობების კონტროლი. კარგი მეხსიერება და საუცხოო ლოგიკა გაქვთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი ინტუიცია, რომელიც იშვიათად გღალატობთ.
წყარო: intermedia.ge