შავი კაბა და ძვირად ღირებული ბრილიანტები - 57 წლის მონიკა ბელუჩი ,,ვენეციის კინოფესტივალზე" გამოჩნდა - Marao

შავი კაბა და ძვირად ღირებული ბრილიანტები - 57 წლის მონიკა ბელუჩი ,,ვენეციის კინოფესტივალზე" გამოჩნდა

2022-09-12 12:36:20+04:00


მონიკა ბელუჩი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” ახალი ფილმის Siccità წარსადგენად ჩავიდა. ეს გახლავთ რეჟისორ პაოლო ვირცის აპოკალიფსური ჟანრის ფილმი, სადაც მონიკა მთავარ როლს ასრულებს.

პრემიერისთვის ბელუჩიმ არჩევანი საყვარელ ფერზე, შავზე გააკეთა. ის ბრწყინავდა კლასიკურ შავ კაბაში, რომელსაც ულამაზესი ხელჩანთა შეუხამა. ჩაცმულობას კი განსაკუთრებით ამშვენებდა უძვირფასესი სამკაული.

ბელუჩის სტილი მის გულშემატკივრებში ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. მსახიობი არასდროს ერიდება გლამურს და ძვირად ღირებულ სამკაულებს დახვეწილ და ელეგანტურ სამოსს უხამებს.