დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება პრინც ჰარისა და უილიამის შერიგების წინაპირობა აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ძმები მეუღლეების თანხლებით უინძორის სასახლეში ერთად გამოჩნდნენ, მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა სათაურით „დიდი შერიგება“.
ძმებისა და რძლების საჯარო შერიგების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქეით მიდლტონმა, პრინც უილიამის მეუღლემ, რომელიც საზოგადოების წინაშე შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. ფანებმა მალევე შენიშნეს, რომ ქეითის თმა გაცილებით ღია ფერისაა. უელსის პრინცესას ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მოიწონა.