მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.
მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე იუბილარია. ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს მეუღლე.
„დღეს ჩემი საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა. გილოცავ, გიო, მინდა იყო ძალიან ბედნიერი“, – წერს მომღერალი.
ნინო ჩხეიძის მეუღლე პროდიუსერი გიორგი კორახაშვილია. მათ ერთმანეთი 21 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს. გიორგი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, ნინო კი შვილთან ერთად საქართველოში აგრძელებს საქმიანობას. როგორც მომღერალი განმარტავს, მათ „ვირტუალური ოჯახი“ აქვთ.