მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი დევა კასელი 18 წლისაა და უკვე წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. მან არაერთ მოდის კვირეულსა და ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად გამოცემა Bilan Luxe-ის გარეკანზე ბრწყინავს, „კარტიეს“ სამკაულებითა და „დიორის“ კაბებით გადაღებული ფოტოები კი სოციალურ ქსელებს იპყრობს. წერენ, რომ დევამ მომხიბვლელობით დედასაც კი აჯობა და ამის შესახებ ცხარე კამათი არ წყდება.


