ქეთი გაბისიანი: "ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე"
"თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ერთ ენაზე ლაპარაკობ, ესე იგი, სამყაროს უყვარხარ" სევდიანი და იმედიანი, სულშიჩამწვდომი და მელოდიური - ასეთია კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის შემოქმედება. უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მუსიკოსი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"17 წლის ასაკში გავიპარე. ჩემი მომავალი მეუღლე - ვაჟა კუჭაიძე, ანსამბლ "დარიალში" მღეროდა, თემურ ქევხიშვილთან, მე კი - "მზიურში". ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით და, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატარები ვიყავით. პირველი ვაჟი ძალიან ადრე გამიჩნდა, 5 წლის შემდეგ კი გოგონას დედაც გავხდი. ჩემი მეუღლე სულ მამხნევებდა და ჩემით ძალიან ამაყობდა..."
"ათი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. სულ ახალგაზრდა დავრჩი შვილებთან ერთად, სრულიად მარტო, და კიდევ კარგი, რომ მხსნელად ჩემი ოჯახი მომევლინა. ხანდახან, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე. უკვე მოზრდილი შვილები მყავს: ვაჟი 32 წლისაა, ხოლო გოგო - 27-ის, მას ახლახან შეეძინა ბიჭი, რომელსაც ნიკო დავარქვით.
წაიკითხეთ სრულად