მირანდა შელია ვაჟის დედა გახდა. რუსი მილიარდერის ქართველმა რძალმა დღეს იმშობიარა. დედა - მირანდა შელია, სქესი - მამრობითი, კილოგრამი - 3580 კგ. ქალმა მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტური კლინიკა „ლაპინოში“ იმშობიარა. სწორედ აქ დაიბადნენ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპები, ქსენია სობჩაკისა და მაქსიმ ვიტოგრანის პირმშო, ისევე როგორც რუსი ვარსკვლავების შვილები...
რა დაარქვა ბაბურინების მემკვიდრემ ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელში ვაჟის დაბადებას უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის ქართველი ვარკვლავები, ბიჭოლა და ბაბი კირკიტაძე...
ქართველმა ფოტომოდელმა ერთი წლის რაც რუსი მილიარდერის იგორ ნეკლუდოვის შვილიშვილზე, გრიშა მამურინზე იქორწინა. რამდენიმე თვის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მირანდამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამიდან მეუღლის ყველა ფოტო წაშალა და ორსულობის ბოლო თვეები მეგორებთან ერთად დუბაიში ისვენებდა...
ჩვენი წყარო ამბობდა, რომ მშობიარობამდე წყვილი შერიგდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გრიშასა და მირანდას საერთო ფოტოები გამქრალია. ჯერჯერობით არაფერს წერს მეუღლეზე მირანდა...

წყარო: AMBEBI.GE