მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ცოლმა, ჯორჯინა როდრიგესმა ოცნება აიხდინა და ლონდონში მოგზაურობისას სამეფო ოპერის თეატრში იცეკვა. ეს შენობა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრი, სადაც მხოლოდ საუკეთესო მოცეკვავეები გამოდიან.
![](/media/images/stories/royalballet.jpg)
![](/media/images/stories/giorgina.jpg)
![](/media/images/stories/giorgina-2.jpg)
როგორც ცნობილია, მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ და მისმა მშვენიერმა პარტნიორმა, ჯორჯინა როდრიგესმა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სამწუხარო ინფორმაცია გაუზიარეს და დაწერეს, რომ მათი ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
რონალდუმ ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც შეიძლება მშობელმა განიცადოს: "ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ ჩვენი გოგონას გადარჩენა გვაძლევს ძალას, რომ ცხოვრება იმედით გავაგრძელოთ," - აღნიშნავდა წყვილი.
![](/media/images/stories/ronaldo-1640857262.jpg)