თბილისობის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილი საპატიო თბილისელების დაჯილდოება იყო. ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძეც ესწრებოდნენ.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანუკი არეშიძის „ლუქმა“. მან ღია ფერის სამოსი და მინიმალისტური სამკაულები მოირგო.

