ტელესახე რუსკა მაყაშვილი ეკრანებზე ხშირად ჩანს და საზოგადოების დიდ სიყვარულსაც იმსახურებს. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გულშემატკივრებს უზიარებს. მიუხედავად ამისა, რუსკას მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, საჯარო გამოსვლა არ უყვარს და წყვილი ერთად იშვიათად ჩნდება.
ამჯერად რუსკა მაყაშვილი სწორედ სანდროსთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებს აქვეყნებს: „მთვრალები“ - წერს ის. ფოტოებს მათი მეგობრების მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა: „ეს რას მოვესწარით“, „ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი“, „იდეალური წყვილი“ - წერენ კომენტარებში.
