გამხმარი ფოთლები, ცხელი ყავა და გრილი ამინდი ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლის მანიშნებელია. შემოდგომის შედარებით გრილ ამინდებში თქვენი ჩაცმის სტილიც იცვლება.
- იპოვეთ რამდენიმე გრძელმკლავიანი პერანგი. უმჯობესია თეთრ, შავ და ნაცრისფერ ფერებში, რადგან ეს ფერები ადვილად ერწყმის და ეხამება ყველაფერს, რაც თქვენს გარდერობშია.

- ჩაიცვით კარდიგანი. პასტელის ფერები, როგორებიცაა იასამნისფერი, ვარდისფერი და ლურჯი, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება შემოდგომაზე.

- ჩაიცვით ყელიანი როლინგი. ეს შემოდგომის კლასიკა არსებობს 90-იანი წლებიდან. აიღეთ შავი ან ყავისფერი როლინგი. თუ როლინგი არ არის თქვენი სტილი, მოძებნეთ ჩვეულებრივი საყელოიანი პერანგი. ნეიტრალური ფერის როლინგი კარგად ერწყმის ნებისმიერ სამოსს, მაგრამ შემოდგომის ფერები, როგორებიცაა ყავისფერი და შინდისფერი, აუცილებლად გამოგარჩევთ ხალხში.

- ჩაიცვით ჰუდი. თუ სკოლაში ან მეგობრებთან ერთად მიდიხართ, ჩაიცვით კაპიუშონიანი ზედა, რომ გაგათბოთ. თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ ჰუდი ჯინსთან ან თუნდაც ქვედაკაბასთან. დაამატეთ სპორტული ფეხსაცმელი თქვენს ლუქს. ჰუდებს ასევე უხდება კეპი.

წაიკითხეთ სრულად