ნებისმიერი დაავადება ცუდია, თუმცა არსებობს განსაკუთრებით არასასიამოვნო და სერიოზული დისკომფორტის გამომწვევი დაავადებები. შარდის ბუშტის ანთება ან ცისტიტი, ზუსტად ასეთია.
ქალებს ცისტიტი გაცილებით უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. ამაში "დამნაშავე" ფიზიოლოგიაა. ქალების შარდსადინარი მოკლე და ფართოა, მისი გავლით ბაქტერიები მარტივად ხვდებიან საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში.
სტატისტიკაც შემაშფოთებელია:• ქალების 40-60%-ს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ცისტიტი • ქალების 10% მინიმუმ ერთხელ მაინც აწყდება ამ დაავადებას