"უკრაინელებთან ერთად ვგლოვობ. მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, თქვენ გვერდით ვარ, გაუმარჯოს უკრაინას" - რას წერს მილა იოვოვიჩი - Marao

"უკრაინელებთან ერთად ვგლოვობ. მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, თქვენ გვერდით ვარ, გაუმარჯოს უკრაინას" - რას წერს მილა იოვოვიჩი

2022-10-11 15:19:25+04:00

მილა იოვოვიჩი ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საკუთარ "ინსტაგრამზე“ მიმართვაც გამოაქვეყნა:

„ადგილი, სადაც დავიბადე, არაერთხელ დაიბომბა. მშვიდობიან ქუჩებში, რომელთა სილამაზესაც მე უბრალოდ ვაღმერთებდი, ადამიანები იხოცებიან. წარმოდგენაც არ მინდა, რა ტანჯვას განიცდის ახლა იქ მყოფი ხალხი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გული მათთანაა და მათ გვერდით ვარ“ - წერს მილა იოვოვიჩი.

მსახიობი წერს, რომ ოცნებობს მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებაზე:

"მსოფლიოში იმდენი სიძულვილის და რეპრესიის შემთხვევაა, ვნატრობ, ადამიანებმა ერთმანეთს მშვიდად ცხოვრება აცადონ. ჩემს სამშობლოს დღეს გვერდით დგომა სჭირდება. უკრაინელ ხალხთან ერთად ვგლოვობ. მინდა ყველა მათგანს ვუთხრა, რომ მათ გვერდით ვარ. გაუმარჯოს უკრაინას", - წერს მსახიობი.