სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს და გამომწერებს თმის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევას აძლევს:
"ბევრი მწერს, გაგვანდე, როგორ უვლი თმასო. ვყიდულობთ ჩვეულებრივ შამპუნს, კარგად რომ ქაფდება ისეთს, ხშირად დაიბანეთ და ლამაზად გაიშრეთ. მე სალონშიც არ დავდივარ, არ შემიძლია მთელი დღით იქ ჯდომა. ჩვეულებრივი შამპუნით ვიბან, მეგობრებო, არაფერს ვაკეთებ სხვას, სულ კარგ ხასიათზე ვარ და ეს განწყობა, ალბათ, თმაზეც გადადის" - ამბობს სალომე გოგიაშვილი.