როგორ უნდა მოუაროთ კბილის ბჟენს, რომ ის დიდხანს გემსახუროთ - Marao

როგორ უნდა მოუაროთ კბილის ბჟენს, რომ ის დიდხანს გემსახუროთ

2022-11-04 10:44:09+04:00


სტომატოლოგთან ვიზიტის შიში ადამიანების უმეტესობას ბავშვობიდან მოჰყვება. ის ასოცირდება უსიამოვნო შეგრძნებებთან, ხშირ შემთხვევაში - ტკივილთან, ასევე, არასასიამოვნო ხმებთან.

თანამედროვე სტომატოლოგიაში ეს სირთულეები პრაქტიკულად სრულადაა გადაწყვეტილი, მანიპულაციები აღარ არის დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან.

თანამედროვე მიდგომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გამოყენებულ მასალებსა და საანესთეზიო პრეპარატებზე ვრცლად სტომატოლოგიის და ესთეტიკის ცენტრ „სმაილ სტუდიოს“ ექიმი-თერაპევტები ია მეგრელიშვილი და ნინო კენჭაძე გვესაუბრებიან.

- ია, სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის დღეს კვლავ ტკივილთან ასოცირდება. რას გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია?

- სტომატოლოგთან ვიზიტის შიში გამოწვეულია მანიპულაციების მტკივნეულობით, მაგრამ თანამედროვე სტომატოლოგიური მეთოდების დახვეწასთან ერთად ტკივილის შეგრძნება და დისკომფორტი პრაქტიკულად გაქრა. ის საანესთეზიო საშუალებები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, სრულიად უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისა და ორსულებისთვის. გარდა ამისა, უმტკივნეულოა ნემსის ჩხვლეტაც, რადგან ადგილობრივად, სპეციალური საანესთეზიო ჟელეთი ხდება ლორწოვანი გარსის გაბუჟება. შედეგად, ინიექციაც უმტკივნეულია.

- რაში მდგომარეობს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები?

- ზოგადად, სტომატოლოგიის მიზანი კბილისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების სიჯანსაღის შენარჩუნებაა.

დეტალურად რომ განვიხილოთ, კბილის დაბჟენის მიზანია კბილის შიდა სტრუქტურის ჰერმეტული შევსება და გარემოსგან იზოლაცია, კბილის ანატომიური ფორმის, ფუნქციისა და ფერის აღდგენა ხელოვნური მასალით, ბჟენით. განსაკუთრებით ინოვაციურია თანამედროვე პრეპარატი, რომელიც ახდენს კბილის ქსოვილების უმტკივნეულო და არაინვაზიურ პრეპარირებას, ანუ ბურღის გარეშე კბილის მკურნალობას.

რაც შეეხება არხების მკურნალობას, ის საჭიროა გართულებული კარიესის, პულპიტის (ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის (მოტეხილობის) დროს. „სმაილ სტუდიოში“ ეს პროცედურა უმაღლესი ხარისხის მასალითა და უახლესი აპარატურით ტარდება. შედეგად, პროცესი არის:

  • უმტკივნეულო და კომფორტული პაციენტისთვის;
  • სწრაფი, რადგან ენდობუნიკი საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში დასრულდეს მკურნალობა;
  • ეფექტური, რადგან არხების სწორად და ხარისხიანად დაბჟენა დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კბილებს ფუნქციას.
კარიესი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 95%. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვიყენებთ დაბჟენასა და არხების მკურნალობას.

- ნინო, რა უპირატესობები აქვს თანამედროვე საბჟენ მასალებს?

- ბაზარზე უამრავი თანამედროვე მასალაა, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ესთეტიკურობითა და უსაფრთხოებით. მათი საშუალებით კბილის აღდგენა, დაბჟენა ხდება ფუნქციური და ესთეტიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხიანად დაბჟენილი კბილის ფორმა ბუნებრივი კბილის საღეჭ ზედაპირს მაქსიმალურად შეესაბამება.

დანიშნულების მიხედვით, თანამედროვე საბჟენი მასალები იყოფა 4 ჯგუფად: მასალები კბილის პირდაპირი და არაპირდაპირი დაბჟენისთვის, ჰერმეტიკები და მასალები ფესვთა არხების დაბჟენისთვის.

„სმაილ სტუდიოში“ ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის ბჟენებით, რომლებიც წარმოებულია იაპონიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და აშშ-ში. მათ ახასიათებს:

  • საუკეთესო ფერთა გამა, რაც კბილს ანიჭებს ბუნებრიობას და ინდივიდუალურ ფერს;
  • ხანგრძლივი მუშაობის გარანტია, რაც გულისხმობს დაბჟენილი კბილით დიდი ხნის მანძილზე ღეჭვისა და კბეჩის ფუნქციის შესრულებას.
- რამდენ ხანს ძლებს ბჟენი და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის დიდხანს გვემსახუროს?

- ბჟენის მუშაობის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის: დეფექტის ზომაზე, დაზიანების ლოკალიზაციაზე, რესტავრაციის ტიპზე, სარესტავრაციო მასალასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირის ღრუს ჰიგიენაზე.

ბჟენი რომ დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება:

  • დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ;
  • გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენის საშუალებები: კბილთაშორისი ჯაგრისები, ფლოსები, ირიგატორი;
  • წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ სტომატოლოგთან კბილების პროფესიული წმენდა.
გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა და სწორად წარმართული მკურნალობა საუკეთესო შედეგის გარანტია. „სმაილ სტუდიოს“ გუნდი ვზრუნავთ თქვენი კბილების ესთეტიკასა და ჯანმრთელობაზე. „ერთად შევქმნათ თქვენი სრულყოფილი ღიმილი“ - ეს ჩვენი დევიზია.

R