ეკა ანდრონიკაშვილი ორი შვილის - ლუკას და ნიკალას დედაა, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია... თავად მსახიობი თეატრშიც დატვირთულია, გადაცემაც აქვს და ზოგჯერ გადაღებებიც. წლები მიდის და თავად ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება... ეკატერინე ანდრონიკაშვილი თავად გვესაუბრება თუ როგორია მისი დღევანდელობა...
- რამდენიმე წლის წინ, მეორე შვილი - ნიკალა 23 წლის შუალედის შემდეგ გააჩინეთ. მაშინ ამბობდით, რომ ყველაფერმა ძალიან ადვილად ჩაიარა და თავს უბედნიერეს ქალად მიიჩნევდით... როგორია თქვენი დღევანდელობა?
- ზოგადად დღევანდელობა რთულია მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით პანდემია, შემდეგ ომი თუ იქნებოდა. ეს ყველაფერი მწვავედ მოქმედებს ეკონომიკაზეც და ხალხის სულიერ მდგომარეობაზეც... ვფიქრობ, დღეს უფრო დათრგუნულია მთელი მსოფლიო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. გვეგონა, რომ უკეთესობისკენ უნდა გვევლო, მაგრამ ჯერჯერობით პირიქით ხდება. ძალიან სტრესული სიტუაციაა, რაც ყველაზე აისახება. პრიორიტეტების გადარჩევა მოხდა, ადრე უფრო ლაღად ვცხოვრობდით. რაც შეეხება ჩემს დღევანდელობას, ეს არის ოჯახი, შვილები, ჩემი საქმე და მერე ყველაფერი დანარჩენი...
- სახლში ყველა ვალდებულება თქვენს თავზე გაქვთ აღებული...
- დიახ... ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თავის თავზეა პასუხიმგებელი. როგორღაც თვითონ უნდა გადარჩეს ან დინებას მიყვეს. საბედნიეროდ ის ადამიანი ვარ, რომელიც მენეჯმენტს ახერხებს. ეს მენეჯმენტი ოჯახზეც ვრცელდება და ყველაფერზე...
- თქვენს შვილებზე რომ გვითხრათ...
- პატარა ნიკალა წელს სკოლაში წავიდა, ასევე ცურვაზე. ძალიან მოსწონს სკოლა, რითმში კარგად ჩავჯექით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ერთი კვირა სკოლაშია და მერე ორი კვირა ვირუსი აქვს. ასეთი რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ყველა მეუბნება, პირველ კლასში ეგ ნორმა არისო...
რაც შეეხება ლუკას, ძალიან ყოჩაღია და ერთდროულად ბევრ რამეს ახერხებს. შარშან მოკლემეტრაჟინი ფილმის სცენარი დაწერა, რომელმაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში დაფინანსებაზე გაიმარჯვა.
წაიკითხეთ სრულად