ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგო, კარლოტა ელენა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს. წყვილი დროს ერთად ატარებს და ფოტოებს გულშემატკივრებსაც უზიარებს.

ცოტა ხნის წინ კარლოტა ელენამ ჯვრის მონასტერი მოინახულა და იქ გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა: "ზოგჯერ ეს ისაა, რაც გჭირდება" - წერდა ის.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. მას ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებდა ბრალს. საქმის ერთ-ერთი მოწმე სწორედ კარლოტა ელენა იყო.