სერიალი "კლონი" წლების წინ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ფილმად ითვლებოდა და მას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. მისი ყველაზე პატარა ვარსკვლავი კარლა დიასი კი უკვე 31 წლისაა და დღესაც აქტიურ სამსახიობო კარიერას აგრძელებს. ის სერიალში ჰადეს შვილის როლს ასრულებდა.
ამჯერად კარლა მედიის ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრებით მოექცა. მას რჩეულმა, დეპუტატმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა, ფილიპ ბეკარიმ ხელი სთხოვა. "სიყვარული, ერთგულება - ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად ვაშენებთ შეხვედრის პირველი დღიდან! აღფრთოვანებული ვარ ამ ძლიერი ქალით. მიყვარხარ, კარლა!" - წერდა ის.