ერთი წლის წინ ბრიტნი სპირსმა მამის "პატიმრობიდან" თავი საბოლოოდ გაითავისუფლა. ჯეიმი სპირსი წლების მანძილზე მკაცრად აკონტროლებდა შვილის ცხოვრებას და მომღერალმა მხოლოდ სასამართლოს ძალით შეძლო მისგან თავის დაღწევა. უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "რატომ დააპატიმრა ჯეიმ სპირსმა ბრიტნი? - კენტვუდის წყევლა," სადაც ჟურნალისტი პოპ-მომღერლის ოჯახის ისტორიის შესახებ და გამოძიების დროს აღმოჩენილ ბნელ ეპიზოდებზე გვიყვება.
მკაცრი ბაბუა და ბებიის თვითმკვლელობა
ბრიტნი სპირსის ოჯახის ისტორია ბებიის (მამის დედის), ემა ჯინ ფორბსის გარდაცვალების ისტორიით იწყება. ოფიციალური ვერსიით, ქალმა ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი შვილის საფლავზე თოფით თავი მოიკლა. ამ დროს ბრიტნის მამა, ჯეიმი სპირსი, 13 წლის იყო, მისი უმცროსი ძმები და დები - სამი, ხუთი და რვა წლის.
მოგვიანებით, სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრიტნის ბებიამ მანამდეც სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა რა როლს ასრულებდა ცოლის მძიმე მდგომარეობაში მკაცრი მეუღლე, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. კაცი ყოფილი სამხედრო იყო და საჰაერო ძალებში მსახურობდა, გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით. პოლიციიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მისი მორიგეობის დროს უდანაშაულო მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. ცოლის თვითმკვლელობის შემდეგ მეზობლები საუბრობდნენ, რომ სწორედ ჯუნ სპირსს შეეძლო ცოლის მოკვლა.
ემა ჯუნის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, სპირსი ხელახლა დაქორწინდა ჯო ენ ბლექველზე. მათი ქორწინება დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდა და განქორწინების შემდეგ ჯო ქმრის მკაცრ ხასიათზე ჩიოდა. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლე სცემდა და სასტიკად ექცეოდა. ჯუნ სპირსმა მეორე ცოლი მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მასთან განქორწინების შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინაში წავიდა და მესამედ დაქორწინდა - რუთ ოტზე, დედის გერზე...
ჯეიმი სპირსის ბავშვობა
ჯუნი სასტიკად ექცეოდა უფროს ვაჟს. აიძულებდა ქანცის გაწყვეტამდე ევარჯიშა, მიუხედავად იმისა, რომ შვილი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი იყო. ზოგჯერ ჯეიმის საუკეთესო მეგობარი შეჯიბრების შემდეგ სახლში სტუმრობდა და მამა ორივეს უყვიროდა, მუშტებს ურტყამდა და შემდეგ ისე ეპატიჟებოდა სადილზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ფეხბურთის მწვრთნელს ხშირად უწევდა მოსწავლის დაცვა მამის რისხვისგან. ერთხელ ჯეიმი საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა, თავად სასწაულებრივად გადარჩა, მეგობარი კი გარდაიცვალა. როდესაც ეს ამბავი მამას შეატყობინეს, კაცმა შვილი საშინელ დღეში ჩააგდო...
წაიკითხეთ სრულად