ალბათ, უკვე გსმენიათ ცნობილი ტექნიკის შესახებ „36 კითხვა შეყვარებისთვის“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისთვის ძალიან პირადი კითხვების დასმით თქვენ უკეთ იცნობთ თქვენს პარტნიორს და ის უკეთ გაგიცნობთ თქვენ. ეს საშუალებას აძლევს წყვილს, დაუახლოვდეს ერთმანეთს. მაგრამ არსებობს გზა თქვენი საერთო მომავლის უფრო სწრაფად გასარკვევად.
ფრანგი ფსიქოლოგი მარია ჯეიმსონი 15 წელია, წყვილებს კონსულტაციას უწევს. საუბრების საფუძველზე, მან აღმოაჩინა, რომ იდეალური ურთიერთობები მხოლოდ მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანთა შორის ყალიბდება. ეს არ ნიშნავს, რომ ორივეს აბსოლუტურად ერთნაირი ინტერესები უნდა ჰქონდეს, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი რამ, რაც გავლენას ახდენს მტკიცე კავშირზე.
დაკვირვებებზე დაყრდნობით, ექიმმა ჯეიმსონმა დაწერა სამეცნიერო ნაშრომი, სადაც მან გამოავლინა სამი ძირითადი კითხვა, რომლებიც შეყვარებულებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს ერთად ცხოვრების დაწყებამდე. რაც უფრო ზოგადი იქნება პასუხები, მით უფრო მარტივია შედეგების გამოვლენა. თუმცა, თუ პასუხები განსხვავებულია, არ ნიშნავს, რომ წყვილი სასწრაფოდ უნდა დაშორდეს, უბრალოდ მათ ცოტა უფრო მეტი შრომა მოუწევთ იმ იღბლიანთაგან განსხვავებით, რომლების პასუხებიც ერთმანეთს დაემთხვევა. აქვე გახსოვდეთ, რომ გამონაკლისი ყოველთვის არსებობს!
#1. ისურვებდით მსოფლიოს გარშემო "სახლი-მანქანით" მოგზაურობას?
ტესტის ეს კითხვა ავლენს თქვენს ხასიათს. თუ თქვენ ასეთ მოგზაურობაზე ოცნებობთ, ნიშნავს, რომ არ გიყვართ ხალხთან ურთიერთობა, მარტოობა და სიმყუდროვე გირჩევნიათ. ეს ადამიანების ერთი ტიპია, მეორე ტიპის ადამიანები კი შეიძლება ოცნებობდნენ ხალხმრავალ, ხმაურიან მოგზაურობაზე, რომელიც სავსე იქნება მუსიკითა და გართობით. თუ ამ მიმართულებით თქვენი ინტერესები ემთხვევა, საქმე ნამდვილად მოსალოცად გაქვთ.
#2. მოგწონთ საშინელებათა ფილმები?
ამ კითხვაზე პასუხი ცხადყოფს, აქვს თუ არა თქვენს პარტნიორს საკმარისი ადრენალინი ცხოვრებაში. ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ, თავგადასავლებისკენ და სარისკო სპორტისკენ (მთამსვლელები, მყვინთავები, სქაიდრაივერები), არ მოსწონთ საშინელებათა ფილმები - ისინი ან დამოკიდებული არიან ადრენალინზე, რომლის მიღებასაც შეჩვეული არიან ცხოვრებაში, ან იმდენად ღელავენ, რომ არ სურთ ამ ემოციების ამ გზით მიღება, რადგან განიცდიან სტრესს საშინელებათა ფილმების ყურებისას. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ადრენალინის დოზის მისაღებად საკმარისია Discovery არხის ან Stranger Things-ის ყურება. ასე რომ, თუ ის ხმას აძლევს სამეცნიერო ფანტასტიკას ან დეტექტიურ ისტორიებს და თქვენ ხმას მისცემთ საშინელებებს, თქვენ სხვადასხვა გზას ადგახართ.
#3. სოფელში ისურვებდით ცხოვრებას თუ ქალაქში?
აქ ყველაფერი აშკარაა - ეს არის უმარტივესი თავსებადობის ტესტი. ადამიანი, რომელიც ოცნებობს წყნარ აგარაკზე, ვერასოდეს გაუგებს იმას, ვინც თავს ვერ ხედავს ხმაურიანი ქალაქის გარეშე. იცნობთ ადამიანებს, რომლებიც შაბათ-კვირასაც კი ათას საქმეს პოულობენ და სახლში მხოლოდ ღამის გასათევად ბრუნდებიან? თუმცა, თუ სიყვარული ძლიერია, ალტერნატივა ნამდვილად არსებობს - გაატარეთ ახალგაზრდობა ხმაურიან ქალაქში, ხოლო სიბერე - მყუდრო სოფელში.